Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს  გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავიმეორეთ მოსწავლის პროექტის შეფასების რუბლიკები,
გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.მას შემდეგ რაც განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები შევუდექი პროექტში მონაწილე  მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური დავალების შედგენას,გავითვალისწინე ჩემი მოსწავლეების საჭიროებები, გამოვყავი მათემატიკური ინტელექტის მქონე მოსწავლე და მისთვის შევადგინე ინდივიდუალური დავალება.
განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროება და მისი გათვალისწინების მნიშვნელობა პროექტის წარმართვისთვის.ეს ყველაფერი დაწვრილებით ავღწერე პროექტის გეგმაში.
 ზედმიწევნით ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მისი განხორციელების პროცედურებზე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და იმფორმაციული იყო.:)

No comments:

Post a Comment