Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

მე-9 დღეს გავიმეორეთ  განვლილი მასალა.
მოვისმინეთ ტრენინგში მონაწილე მასწავლებლების პრეზენტაციები და გავაკეთეთ საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ყველა წარმოდგენილი პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო.კიდევ ერთხელ დავამუშავე ჩემი ბლოგი, დავამატეთ გვერდები, ვიზუალურად გავაფორმეთ, 
ტრენინგზე განვლილი 9 დღე ძალიან  საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები გავიგე კონკრეტულად  სასწავლო პროექტების შედგენაში და მის განხორციელებაში დიდი ცოდნა მივიღეთ.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პედაგოგიურ საქმიანობაში და განვახორციელებ  ჩემ მოსწავლეებთან, რათა მათ განუვითარდეთ  როგორც მაღალი სააზროვნო უნარები ისე 21-ე საუკუნის უნარ–ჩვევები.
ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წაrმართა ტრენერმა ქალბატონ ქეთევან ცერაძემ. უნდა ავღნიშნო რომ მისი ყველა ტრენინგი საინტერესო და პროდუქტულია. ეს ის ტრენინგებია საიდანაც წასვლა აღარ გინდა, გული გწყდება როცა ასრულებ ტრენინგს. დიდი მადლობა მას ამ დადებითი ემოციებისათვის. 
           


დიდი მადლობა ქალბატონ ქეთინოს,
წარმატებები ტრენინგში მონაწილე ყველა პედაგოგს!





Sunday, September 27, 2015

ტრენინინგის მერვე დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.
გავიმეორეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა.
განვიხილეთ ხვადასხვა პროგრამა რომელიც დაგვეხმარება ფასილიტაციის რესურსის შექმნაში რომელთა შორის უნდა ავღნიშნო powtoon.com–ის პროგრამა,
კონკრეტულად ჩვენი პროექტისთვის ფასილიტაციის რესურსი PowerPoint_ში შევქმენით საიდანაც მივიღეთ მნიშვნელოვანი იმფორმაცია . რაც როგორც პროექტის განხორციელებაში ისე გაკვეთილის წარმართვისთვის ძალიან გამომადგება.
განვიხილეთ და დავალაგეთ პროექტის საქაღალდე შემდეგ განვიხილეთ google drive–ი სადაც ავტვირთე პროექტის საქაღალდე, შემდეგ გადავიტანე ინტელის სასწავლო კურსის  ბლოგზე.
მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგება პედაგოგიურ საქმიანობაში. დავეხმარები ჩემი მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და 21 საუკუნის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაში.
დიდი მადლობა ტრენერს  ასეთი  მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებისთვის.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს  გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავიმეორეთ მოსწავლის პროექტის შეფასების რუბლიკები,
გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.მას შემდეგ რაც განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები შევუდექი პროექტში მონაწილე  მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური დავალების შედგენას,გავითვალისწინე ჩემი მოსწავლეების საჭიროებები, გამოვყავი მათემატიკური ინტელექტის მქონე მოსწავლე და მისთვის შევადგინე ინდივიდუალური დავალება.
განვიხილეთ ყველა მოსწავლის საჭიროება და მისი გათვალისწინების მნიშვნელობა პროექტის წარმართვისთვის.ეს ყველაფერი დაწვრილებით ავღწერე პროექტის გეგმაში.
 ზედმიწევნით ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მისი განხორციელების პროცედურებზე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და იმფორმაციული იყო.:)

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელ დღეს ტრენინგზე  გავიმეორეთ წინა ტრენინგი.გავიმეორეთ პროგრამა PowerPoint_ი
განვიხილეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის შედგენა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. თავფურცელი
2.პრობლემა
3. მიზანი
4..პროექტის მიმდინარეობა
5.შედეგ
6.პრობლემის გადაჭრის გზა
7 ბიბლიოგრაფია
მოსწავლის პრეზენტაცია
მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ იმ საკითხებს რომ მოსწავლის ნაშრომის დაგეგვმისას  დიდი  ყურადღება უნდა მიექცეს მის მაღალი სააზროვნო და 21–ე საუკუნის უნარების  განვითარებას.
გადავხედეთ პროექტის გეგმებს. შევიმუშავეთ საკუთარი პროექტის გეგმა.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. 
განვიხილეთ ინტერნეტში საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისწავლეთ კომენტარის დადება ბლოგზე და შევაფასეთ ტრენინგში მონაწილეთა ბლოგები.
ვიმუშავეთ ბლოგში კერძოდ ვისწავლეთ გაჯეტები ( სურათის გაჯეტი, სიის გაჯეტი)  შევქმენით მოსწავლის ბლოგი.

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
 შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. პრეზენტაცია
ასევე ვიმუშავეთ ბლოგში ( სურათების ჩასმა, ფონების დადება, ბლოგის წაშლა-აღდგენა, სათაურის შეცვლა). მნიშვნელოვანი იმფორმაცია მივიღე დღევანდელი ტრენინგიდან , რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში :)

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა ბუკლეტებთან დაკავშირებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, განვიხილეთ სტანდარტები და შევადგინეთ საკუთარი პროექტის სტანდარტები და ინდიკატორები. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები. განვიხილეთ და გამოვიყენეთ მიმართულების კითხვები.
 მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგება როგორც  ჩემი პედაგოგიური წინსვლისთვის  ასევე ჩემი მოსწავლეების  21-ე საუკუნის უნარების განვითარებისთვის.
მასალა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი.